პლატფორმის შესახებ

დაბინძურება გარემოსთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ამ პრობლემის აქტუალურობა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, გამუდმებით იზრდება. 

დანაგვიანება, ნარჩენებიდან სუნისა და მავნე ნივთიერებების გამოყოფის შედეგად, ჰაერსაც აბინძურებს. დაბინძურებულმა გარემომ კი შესაძლოა, ხელი შეუწყოს დაავადებების გავრცელებას. ნარჩენებში არსებულმა მომწამვლელმა ქიმიკატებმა და დაავადების გამომწვევმა მიკროორგანიზმებმა შეიძლება გამოიწვიოს წყლის სისტემის დაბინძურება და საფრთხე შეუქმნას იმ ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობას, რომლებიც დაბინძურებულ წყალს მოიხმარენ.

დანაგვიანების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზა საზოგადოების თითოეული წევრის მიერ საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გააზრება და ნარჩენების სწორად განთავსება ან დაბინძურებული ტერიტორიების დასუფთავებაა.

ჯანსაღი ყოველდღიურობისა და მომავლისთვის

ჭიათურის მულტიფუნქციურმა ცენტრმა სწორედ ამ მიზნით შეიმუშავა პლატფორმა – Ecochiatura.ge.პლატფორმის დანიშნულება ჭიათურის მასშტაბით დაბინძურებული ტერიტორიების დასუფთავებაა.ამ მნიშვნელოვან საქმეში დახმარება კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია – იქნება ეს ჭიათურის მაცხოვრებელი თუ სტუმარი.

პლატფორმის გამოყენების მექანიკა მარტივია: 

  • იმ შემთხვევაში, თუ ჭიათურაში შეგხვდებათ დაბინძურებული ტერიტორია, გადაუღეთ ფოტო ან ვიდეო;
  • ატვირთეთ ფოტო/ვიდეო მასალა ვებ-გვერდზე მარტივად;
  • აღნიშნულ ადგილებს, მოხალისეებთან ერთად დაასუფთავებს და ნარჩენებისგან გაწმენდს ჩვენი ჯგუფი.                     

დასუფთავებული ადგილების დათვალიერებასაც სწორედ ჩვენს პლატფორმაზე შეძლებთ.

ერთად მოვუფრთხილდეთ გარემოს!

ერთად ვიზრუნოთ გარემოზე

გმადლობთ, რომ მონაწილეობა მიიღეთ ჭიათურის დასუფთავებაში!

 

ერთად მოვუფრთხილდეთ გარემოს!